უძრავი ქონების
შეძენის პირობები

უძრავი ქონების შეძენა პასუხისმგებლიან და ყურადღებიან მიდგომას მოითხოვს. კითხვა თუ როგორ შევარჩიოთ სასურველი ბინა და გავერკვიოთ იურიდიულ დეტალებში, ხშირად უჩნდებათ მათ, ვინც ბინას პირველად იძენს.

პოპულარული კითხვები

როგორი პირობებია საქართველოს რეზიდენტებსა და არარეზიდენტებზე, უძრავი ქონების გასაფორმებლად?

უძრავი ქონების შეძენისას პირობები არის ერთნაირი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის ასევე, სხვა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის.

რა სახის დოკუმენტები უნდა ვიქონიო თან?

მხოლოდ პირადობის მოწმობა ან საზღვარგარეთის პასპორტი!

შემიძლია თუ არა, შევიძინო უძრავი ქონება დისტანციურად?

დიახ, შესაძლებელია. თქვენ უნდა გაეცნოთ, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, გააკეთოთ გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე, კომპანიის წარმომადგენლები კი, მოგაწვდიან შესაბამის, დამადასტურებელ საბუთებსა და ჩეკებს.

შესაძლებელია თუ არა უძრავი ქონების საფასურის გადახდა, იურიდიული პირის ანგარიშიდან?

შესაძლებელია, ისევე როგორც, იურიდიულ პირზე გაფორმება.

უძრავი ქონება საუკეთესო ინვესტიციაა

“Deloitte”-სა და “Knight Frank” -ის ექსპერტების დასკვნით ბოლო 15 წლის განმავლობაში უძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 36-ჯერ გადააჭარბა მთელი ისტორიის განმავლობაში, კაცობრიობის მიერ მოპოვებული ოქროს საერთო ღირებულებას.

უძრავი ქონებისგან მისაღები შემოსავლის დათვლა რთული არ არის!

თუ საცხოვრებელი კომპლექსიდან 0.5კმ მანძილზე განთავსებულია გასართობი ან სარეკრეაციო ზონები: პარკი, სკვერი, ან ხეივანი, ეს კარგი უძრავი კაპიტალია. საცხოვრებელ ბინას დამატებით ღირებულებას სძენს ხედი ზღვაზე ან მთებზე. რა თქმა უნდა, კომპლექსის გარშემო განვითარებული ინფრასტრუქტურაც დამატებითი პლიუსია.

უკვე შეარჩიეთ სასურველი აპარტამენტი? მაშინ დროა, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე და მივაქციოთ ყურადღება, იურიდიულ საკითხს, ანუ დოკუმენტაციას.

აუცილებლად გაითვალისწინეთ!

სამშენებლო კომპანიამ ყოველი ბინა და აპარტამენტი აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მას უნიკალური, საკადასტრო კოდს მიანიჭებენ. ამ კოდის მიხედვით თქვენ მიიღებთ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა დატვირთლი უძრავი ქონება რაიმე სახის გირავნობით ან დავალიანებით. ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ, გულმოდგინედ უნდა წაიკითხოთ და გაეცნოთ ნასყიდობის ხელშეკრულებას და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ კორექტირება.

კომპანია უმეტესს შემთხვევაში შიდა განვადებას, მშენებლობის დასრულებამდე სთავაზობს მომხმარებელს. ხელშეკრულებას თან ახლავს გადახდის გრაფიკი რომელიც, დგება მხარეების შეთანხმებით.

კონსულტაციის მიღება
© powered by Resolution