კომპანია გუმბათი ჯგუფმა პოზიციონირება ბაზარზე 1998 წელს დაიწყო როგორც სამშენებლო კომპანია.
თავიდან ფოკუსი იყო შენობების რეკონსტრუქცია და სარემონტო სამუშაოები, თუმცა რებრენდინგის შემდგომ დაიწყო გუმბათი ჯგუფის ახალი ეტაპი და განვითარდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების აქტიური მშენებლობა, რა ხაზსაც კომპანია დღემდე მიყვება.
2005 წლიდან კომპანიამ დაიწყო ახალი ეტაპი და ჩაერთო უძრავი ქონების დეველოპმენტში.
2019 წლიდან გუმბათი ჯგუფმა დანერგა სასტუმროს ტიპის მომსახურება საკუთარ აპარტამენტებში.
2020 წელს კომპანიამ დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსების კვალდაკვალ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობა.
გუმბათი ჯგუფს მიღებული აქვს ISO სერთიფიკატი (9001-2015) ხარისხის მენეჯმენტის მიმართულებით.