კითხვა, თუ რა არის ინტერიერის დიზაინი, ხშირად უჩნდებათ მათ ვინც ბინას ან აპარტამენტს რემონტის გარეშე იძენს. შევეცდებით, მაქსიმალურად მოკლედ ჩავწვდეთ ამ კითხვის არსს.
ჰარმონიულად შერწყმული, კომფორტული და ფუნქციონალური გადაწყვეტილებები, ადამიანს პოზიტიურ ბუნებაზე განაწყობს და ეს სივრცე მასზე დადებითად მოქმედებს.
- რიგი გადაწყვეტილებებია რომელიც, მიმართულია კომფორტულ და ჰარმონიულ ყოფაზე. ფერების, დეკორის, ავეჯის და უამრავი ფარული დეტალის შესაბამისობაში მოყვანა, ინტერიერის დიზაინერის მთავარი ამოცანაა.
ინტერიერის დიზაინერს როგორც, ფერმწერს აქვს მიზანი, გულმოდგინედ შეარჩიოს ფერები შესრულებული სურათი რომ, ყოვლისმომცველი და სასიამოვნო იყოს. დიზაინერის უმთავრესი ფუნქცია, კომფორტული სივრცის ფორმირებაა.
სტუმრების მიღება, მიზანდასახულობა და სიცოცხლით სიამოვნების მიღება, ადამიანის პირველადი ამოცანაა. დიზაინერი ამ შემთხვევაში, ქმნის ისეთ სივრცეს, რომელშიც, თვითონ იცხოვრებდა სიამოვნებით. მასალების ჰარმონიული შერწყმა, ბაზრის კარგად ცოდნა, აძლევს საშუალებას ჩვენს სპეციალისტებს, საუკეთესო რეზულტატს მიაღწიონ.