ისტორიულად თბილისი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის კულტურული და ეკონომიკური ცენტრია.

მე-5 საუკუნეში დაარსებული ქალაქი თავისი არაერთგვაროვანი ლანდშაფტით, ინდივიდუაური არქიტექტურული სტილითა და ურბანულ ნაწილში ჰარმონიულად შერწყმული გამწვანებით იპყრობს მნახველის გულს და თავისთან იხმობს არა მხოლოდ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან, არამედ ახალმოსახლეებსაც, რის გამოც ქალაქის მაცხოვრებელთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა.

დედაქალაქი კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას სთავაზობს თავის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს

უმნიშვნელოვანესი ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურული ძეგლები, ძველ ტრადიციებზე შექმნილი ახალი ქართული კერძებით მდიდარი რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. ქალაქში თავმოყრილი უამრავი სასწავლო დაწესებულება კი დამატებითი ინტერესის სფეროა სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისთვის.

თბილისი, პირველივე დანახვიდან შეგაყვარებთ თავს და დარჩება მნახველის გულში სამუდამოდ.

ქალაქში, უამრავი სასწავლო დაწესებულებებია

სტატისტიკის თანახმად 2016-დან 2017 წლამდე თბილისში გაქირავებული ბინების რაოდენობა 51.4%-ით გაიზარდა, 2017-2018 წლებში კი 62.8%-ით. შესაბამისად, უძრავი ქონება, როგორც შემოსავლის წყარო ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა და ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ტურისტებს შორის თბილისი წლის ოთხივე სეზონზე მოთხოვნადია.

© powered by Resolution
×

შეუკვეთეთ ზარი

×

ჩვენ დაგიკვაშირდებით 10
წუთის განმავლობაში