პატარა აპარტამენტში ცხოვრება ზოგჯერ, ერთგვარ გამოწვევასაც კი წარმოადგენს ხოლმე. შეზღუდულმა სივრცემ, იმ შემთხვევაში, თუ ის არასწორად არის ათვისებული, შესაძლოა, მარტივად გამოიწვიოს ქაოსი და არეულობა.
თუმცა, სწორი ორგანიზებითა და სტრატეგიით, შეგიძლიათ, პატარა აპარტამენტიც კი მყუდრო, კომფორტულ და კომპაქტურ ადგილად გადააქციოთ.
სტატიაში ვეცდებით, ყველა ის საუკეთესო რჩევა შემოგთავაზოთ, რაც პატარა ზომის აპარტამენტის სწორად მოწყობაში გამოგადგებათ.
ბინიდან ზედმეტი ნივთები გაიტანეთ
პირველი ნაბიჯი, მცირე ზომის აპარტამენტის მოწყობის დროს - დალაგებაა. მხოლოდ ის ნივთები, თუ ავეჯი დატოვეთ, რაც ვარგისია და სივრცეს კიდევ უფრო მეტად ახალისებს.