17 ნოემბერი 2023

ბათუმის ქუჩის მხატვრობა

უკან
ბათუმის ქუჩის მხატვრობა

ბათუმის მრავალფეროვან გარემოს, ცოტა რამ თუ გამოხატავს ისე, როგორც ქუჩის მხატვრობა (სთრით არტი).  ხელოვნების ამ მიმართულების დამსახურებით, ბათუმის ქუჩებში, ქართული მოტივებისა და თანამედროვე სტილის შერწყმას ხშირად შეხვდებით. 

თითოეულ მურალს საკუთარი ისტორია აქვს და კონკრეტულ გზავნილს ატარებს. 

ჩვენი დღევანდელი ბლოგი, ბათუმის ,,სთრით არტის” ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს ეძღვნება. 

 

კუპატა

ავტორი - გიორგი გამეზარდაშვილი (George Gamez)

ბათუმში, მემედ აბაშიძის 60 ნომერში, საქართველოს ბანკის შენობის კედელზე,  ბათუმელების ყველაზე საყვარელი ძაღლის, „კუპატას“ ნახვას შეძლებთ, რომელიც ცნობილი მისი მზრუნველობით გახდა. ის ბავშვებს ქვეითთა გადასასვლელზე ეხმარებოდა, ხოლო დაუმორჩილებელ მძღოლებს - გულმოდგინედ  უყეფდა. 

image

 

 

 

კაცი ცხენზე 

ავტორი - მათიას მროსს (Mathias Mross) 

ქუჩის ხელოვნების მოძრაობა, „ნიკოს“ ფესტივალის ფარგლებში, ფიროსმანის 10 ნომერში, გერმანელი მხატვრის, მათიას მროსსის მიერ შესრულებული გამორჩეული ნამუშევარია წარმოდგენილი - „კაცი ცხენზე“, რომელიც დახვეწილი დეტალებითა და ცოცხალი ფერებით გამოირჩევა.

image

 

 

 

ხვიჩა კვარაცხელია

ავტორი - გიორგი გამეზარდაშვილი (George Gamez)

Ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გიგანტურ გრაფიტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის კედელზე იხილავთ. კედლის მოხატვას 10 დღე დასჭირდა.

image

 

 

 

ქალთევზა

ავტორი - თამუნა წახნაკია (Tamoonz) 

გამსახურდიას 1 ნომერში ქართველი ხელოვანის, თამუნა წახნაკიას უმშვენიერესი „ქალთევზას“ მურალია. მხატვარი ქალებს ხშირად წითელ თმაში  ხატავს, რაც მის ერთგვარ ხელწერას წარმოადგენს. 

 

image

 

 

 

გოგონა გედთან ერთად

ავტორი - ნინა ხურცილავა (Nina K.)

ბათუმის ცენტრალურ პარკთან, ლერმონტოვის 21 ნომერში, საცხოვრებელი სახლის კედელზე შესრულებული მურალი ნინა ხურცილავას ეკუთვნის. მურალის მოტივები - გედი და წითელთმიანი გოგონა - პარკთან ახლომდებარე ტბის თემატიკას იდეალურად ერწყმის.

 

image

 

 

 

Chill Flamingo 

ავტორი - მაშო მარგიშვილი (Masholand)

გორგილაძის 55 ნომერში, საცხოვრებელი შენობის კედელზე, მაშოლენდის პარალელურ სამყაროში იმოგზაურებთ. „Chill Flamingo“ ნათელი ფერებით შესრულებული მასშტაბური მურალია, რომლის მეშვეობითაც, ავტორი  თავის სამყაროს გვაცნობს.

 

image

 

 

 

ევროპელი ზუთხი 

ავტორი - დანტე (Dante Mdante)

ფარნავაზ მეფის 136 ნომერში, მე-3 საჯარო სკოლის კედელზე, კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის, დანტეს მურალია. „ევროპელი ზუთხი“ გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანება და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ნამუშევარი გზავნილია ახალი თაობისთვის და ღრმა სიმბოლიზმით გამოირჩევა.

 

image

 

 

 

წყალქვეშა სამყარო 

ავტორი - ჯოზეფ ჩუმან (Joseph Chuman)

რუსთაველის 51 ნომერში, ბათუმის დელფინარიუმის მახლობლად, კედელს ჯოზეფ ჩუმანის უმშვენიერესი მურალი - „წყალქვეშა სამყარო“ ამშვენებს.    ნამუშევარი ოკეანის მაგიას აცოცხლებს.

 

image

სხვა

იტვირთება ...