04 დეკემბერი 2023

Ბათუმის მოზაიკები

უკან
Ბათუმის მოზაიკები

გამორჩეული არქიტექტურისა და კულტურული მრავალფეროვნების გარდა, ბათუმი მომხიბლავი მოზაიკებითაც იქცევს ყურადღებას. 

 

ხელოვნების ეს მიმართულება, საკმაო პოპულარობით სარგებლობდა ზღვისპირა ქალაქში და უამრავ წელს ითვლის. 

 

ჩვენს დღევანდელ ბლოგში ბათუმის ყველაზე გამორჩეულ მოზაიკურ ნამუშევრებს აღმოაჩენთ.

 

 

 

 

რვაფეხა

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,რვაფეხა” ბათუმის ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტრუქციაა. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა ზურაბ კაპანაძემ 1975 წელს დააპროექტეს. კონსტრუქციის ექსტერიერი ფერად ნატეხებსა და ზღვისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ფორმებს მოიცავს.

 

 

image

 

 

 

 

პოსეიდონი

 

ეს ცნობილი მოზაიკა, ბათუმში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მდებარეობს. მოზაიკაზე ძლევამოსილი, ზღვების მმართველი, პოსეიდონია გამოსახული, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ყურადღებას გარდა ოსტატურად შესრულებისა, შინაარსითაც იმსახურებს.

 

image

 

 

 

 

დელფინი

 

მოზაიკაზე გამოსახული დელფინი, რომელიც ფერადი ქოლგის ქვეშ ნახტომს აკეთებს - თავისუფლების, ჰარმონიისა და მხიარულების სიმბოლოა.

 

image

 

 

 

 

დელფინები და პოსეიდონი 

 

6 მაისის პარკში, დელფინარიუმის მიმდებარედ, პოსეიდონის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი მოზაიკაა. მასზე გამოსახულ პოსეიდონს დელფინები და ულამაზესი ოქროს თევზები  წრიულად თავს ეხვევიან.

 

image

 

 

 

 

მარმარილოს მოზაიკა პიაცაზე

 

ძველ ბათუმში, პიაცას შუაგულს, მარმარილოს ულამაზესი მოზაიკა ამშვენებს, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდ მოზაიკად არის აღიარებული. მარმარილოს ელემენტებით მოჭედილი წრეები და მოზაიკაზე გამოსახული წყლის ხუთი ღვთაება მუდმივი მოძრაობის სიმბოლოა. 

 

image

 

 

 

 

ზოდიაქოს ნიშნები 

 

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის შესასვლელი  ოსტატურად შესრულებული მოზაიკით არის გაფორმებული. მოზაიკაზე წრიულად  გამოსახული ზოდიაქოს ნიშნები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. 

 

image

 

 

 

 

დელფინები კოლონადებთან

 

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან, სადაც მილიონობით ტურისტი სეირნობს, დელფინების არაჩვეულებრივი მოზაიკა დაგხვდებათ. იგი თავისი მინიმალისტური სტილით გამოირჩევა და ძველი ბათუმის იერსახეს წარმოადგენს. 

 

image

 

 

 

 

დელფინები აკვარიუმთან 

 

ბათუმის აკვარიუმის მიმდებარედ, კედელზე მოცულობით მოზაიკას შენიშნავთ, რომელზეც მზე, ზღვა, დელფინები და თოლიებია გამოსახული. მოზაიკა აკვარიუმის თემატიკას იდეალურად ესადაგება და იქ მისული ადამიანების ყურადღებას მარტივად იპყრობს.

 

image

 

 

 

 

Moët & Chandon Crémant Impérial (ალფონს მუხას ანალოგი) 

 

ეს გიგანტური მოზაიკა კი, ალფონს მუხას მიერ შესრულებული ნამუშევრის ქართული ანალოგია, რომლის ნახვასაც ბათუმში, პორტის  შესასვლელთან შეძლებთ. მოზაიკა მდიდარი ფერებით, შესრულების მაღალი ხარისხით და ფრანგული ელემენტებით გამოირჩევა. 

 

image

სხვა

იტვირთება ...