2024 წლის მოახლოებასთან ერთად, ინტერიერის დიზაინში ახალი ტენდენციები ჩნდება. მთავარი აქცენტი, როგორც ყოველთვის, ფერთა ტონალობებზე კეთდება.
უფრო ვრცლად, ამ ყველაფრის შესახებ, ჩვენი დღევანდელი ბლოგიდან შეიტყობთ, რომელშიც 2024 წლის ტრენდულ ფერებს განვიხილავთ.
ატმისფერი
ატმისფერის ეს ხავერდოვანი და ნაზი ტონი წლის მთავარ ფერად აღიარეს. მასში სითბოს, თანაგრძნობის, ელეგანტურობის ელემენტებია გაერთიანებული და მარადიულ ახალგაზრდობასთან ასოცირდება. დადებითი ემოციებისა და მყუდრო გარემოს შესაქმნელად, ეს ტონალობა, ინტერიერში, თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.