26 იანვარი 2024

სამზარეულოს სტილები

უკან
სამზარეულოს სტილები

სამზარეულო ბევრად მეტია, ვიდრე კერძის მოსამზადებელი სივრცე; ხშირად, ოჯახის თავშეყრის ადგილია, სადაც დაუვიწყარი მოგონებები იქმნება. ასე რომ, როცა ოცნების სამზარეულოს მოწყობას შეუდგებით, გაითვალისწინეთ - მოწყობის მრავალი სტილი არსებობს. ამ ბლოგში სწორედ სამზარეულოს სხვადასხვა სტილს გაგაცნობთ, კლასიკურიდან - თანამედროვეობამდე.

 

 

კლასიკური

კლასიკური სამზარეულო, რომელსაც ხშირად „ტრადიციულს“ უწოდებენ, მარადიული ელეგანტურობის განსახიერებაა. ხის კარადებით, მორთული დეტალებით და თბილი ფერების პალიტრით გამოირჩევა. კლასიკური სამზარეულო ნოსტალგიისა და კომფორტის გრძნობას ასხივებს, რაც მოდიდან არასდროს გადადის.

 

image

 

 

თანამედროვე

თანამედროვე სამზარეულო სუფთა ხაზების, მინიმალიზმისა და უახლესი დიზაინის ერთობლიობაა. ამ სტილისთვის ბრტყელი კარადებია დამახასიათებელი, უჟანგავი ფოლადის მოწყობილობები და მონოქრომატული ფერები. აქ, ძირითადი აქცენტი ფუნქციონალურობასა და ფარულ შესანახ სივრცეებზე კეთდება.

 

 

image

 

 

ნეოკლასიკა

სამზარეულოს ეს კონკრეტული სტილი თანამედროვე და კლასიკური დიზაინის შერწყმას მოიაზრებს. ნეოკლასიკური ავეჯი სამზარეულოს უფრო მარტივსა და მინიმალისტურს ხდის. ინტერიერის ფერების შერჩევისას, გირჩევთ, პასტელურ ფერებს მიანიჭოთ უპირატესობა, რაც კლასიკურ დეტალებს უსვამს ხაზს და ნეოკლასიკის ეფექტს ქმნის. აქ, ძირითადად, ჩაშენებულ ტექნიკას გამოიყენებენ.

 

 

image

 

 

ქანთრი

კომფორტისა და ბალანსის მოყვარულთათვის, ქანთრის სტილში მოწყობილი სამზარეულო შესანიშნავი არჩევანია. ასეთ ვიზუალში ვერაფერს დამალავთ, რადგან ყველაფერი ხელმისაწვდომია. უპირატესობა ხის მასალას ენიჭება

 

 

image

 

 

ლოფტი

სამზარეულოს ამ სტილისთვის ღია სივრცეები, მაღალი ჭერი და მკვეთრი განათებაა დამახასიათებელი. აქ, მარტივ და ფუნქციონალურ ავეჯს გამოიყენებენ. რაც შეეხება მასალებს, ხშირად ლითონს, ან მინას ვხვდებით.

გახსოვდეთ, ნებისმიერი სტილი თქვენ პიროვნებას და ცხოვრების წესს ასახავს. ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ

 

 

image

სხვა

იტვირთება ...