ლანდშაფტის დიზაინი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და გავრცელებული მიმართულებაა. ამ საქმიანობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ურბანიზაციის დაჩქარებულმა პროცესებმა ჯერ შეამცირა, საბოლოოდ კი ჩვენ ირგვლივ მწვანე გარემოს არსებობას საფრთხე შეუქმნა.
ლანდშაფტის დიზაინს, სხვა ყველა დიზაინერული საქმისგან, კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი გამოარჩევს. კერძოდ ის, რომ გარე სივრცის სწორად მოსაწყობად მხოლოდ თანამედროვე ტენდენციებზე აყოლა და გემოვნება არ კმარა.
რა არის ლანდშაფტი?
ლანდშაფტი არის ორგანიზმი (ბაღები, სკვერები, საზოგადოებრივი პარკები, ეზოები და სხვ.) თავისივე ცოცხალი კომპონენტებით, მცენარეებითა, თუ კლიმატური ზონებით. შესაბამისად, ლანდშაფტის დიზაინის უმთავრესი პრინციპი 1 ძირითად წესს ემყარება - შენ ზრუნავ ბაღზე პირველი 2-3 წელი, შემდეგ ის თავად ზრუნავს საკუთარ თავზე. ამისათვის საჭიროა, მასში შემავალი კომპონენტების სწორად შერჩევა, რათა ერთმანეთს ზრდა-განვითარებაში დაეხმარონ და არა პირიქით - ხელი შეუშალონ.
წლებთან ერთად, ლანდშაფტის მოწყობის სხვა წესები და ტენდენციებიც ჩამოყალიბდა, რომლებიც მუდმივად იცვლება. ამ ბლოგში 2024 წლის 3 ძირიდად ტენდენციას გაგიზიარებთ.
2024 წლის 3 ძირითადი ტენდენცია ლანდშაფტის დიზაინში:
მარადმწვანე მცენარეები
თუ, წლების წინ, იშვიათი და რთულად “გასახარებელი” მცენარეები იყო ტენდენციური, დღეს ყველაფერი პირიქითაა.
2024 წლის ტრენდების თანახმად, ეზოებსა და ბაღებში, სასურველია მარადმწვანე მცენარეების გამოყენება. დაბალი, გამძლე ჯიშის ნერგების ინტეგრაცია სივრცეს, წელიწადის ნებისმიერ სეზონზე, სიცოცხლეს მატებს.
ასევე, დეკორატიულ ბაღებში, „სასარგებლო მცენარეების“ - მწვანილის და ბოსტნეულის, გახარებაა მოდური.