დეველოპერული და სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ 26 წლისაა. ამ წლების განმავლობაში „გუმბათმა“ მილიონი კვადრატული მეტრი ააშენა. მათ შორის, ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი, ათობით კომერციული და საცხოვრებელი ფართი.
დეველოპერული და სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფი“ 26 წლისაა. ამ წლების განმავლობაში „გუმბათმა“ მილიონი კვადრატული მეტრი ააშენა. მათ შორის, ორი ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი, ათობით კომერციული და საცხოვრებელი ფართი.
„გუმბათი ჯგუფის“ ისტორია 1998 წელს დაიწყო, რომლის თავდაპირველი საქმიანობა რეკონსტრუქციულ და სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა, 2005 წლის შემდეგ კი ის უძრავი ქონების დეველოპმენტშიც ჩაერთო.
2019 წელს „გუმბათი ჯგუფმა“ საკუთარ აპარტამენტებში სასტუმროს ტიპის მომსახურება დანერგა. 2020 წლიდან, საცხოვრებელი კომპლექსების კვალდაკვალ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობაც დაიწყო.
26 წლის მანძილზე, კომპანიის მიერ აშენებული მილიონი კვადრატული მეტრი საქმისა და აუდიტორიის მიმართ ერთგულების დასტურია.
დღეს, გუმბათის საცხოვრებელი პროექტები დახვეწილი დიზაინისა და ფუნქციურობის ერთიანობის საუკეთესო მაგალითია. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი მულტიფუნქციურ სივრცეებს მოიცავს, რომლებიც რამდენიმე მიზანს ემსახურება: შექმნას გარემო ადამიანური კავშირების დასამყარებლად და პარალელურად, ხელი შეუწყოს, თითოეული მაცხოვრებლისთვის, მრავალფეროვან გარემოში, ინდივიდუალური კუთხის პოვნას..
გუმბათის თითოეული შენობა დახვეწილი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თანამედროვეს და ისტორიულს აერთიანებს. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. საცხოვრებელი კომპლექსების დახვეწილი დიზაინისა და კომფორტის განცდას კომპანიის მიერ შემუშავებული ღრმა ეთიკა აძლიერებს, რაც საზოგადოებისა და გარემოს მდგრადობისადმი ერთგულებას ემსახურება. თითოეული შენობა ენერგოეფექტური ტექნოლოგიით აღჭურვილია, რაც გარემოზე ზემოქმედებას ამცირებს და ზღვისპირა კურორტის ბუნებასთან ჰარმონიაში თანაარსებობას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც გუმბათს დეველოპერულ ბაზარზე გამორჩეულს ხდის, აუდიტორიასთან მუდმივი პარტნიორობა და ზრუნვაა.
გუმბათმა მშენებლობის პარალელურად, ორი მნიშვნელოვანი დარგი შექმნა: „გუმბათი არტი“ და „გუმბათი დიზაინი“. ორივე მიმართულება 300-მდე პროფესიონალ თანამშრომელს აერთიანებს. მათ შორის დიზაინერებს, რომლებიც მომხმარებლებთან ერთად, საცხოვრებლის უნიკალურ შიდა დიზაინს ქმნიან და „არტ ჯგუფი“, რომელიც იდეებს რეალობად გარდაქმნის.
გუმბათის აუდიტორიას აქვს პრივილეგია, საკუთარი უნიკალური ხედვის სამყაროში ცხოვრობდეს.
„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმის ჰორიზონტის ფორმირებას განაგრძობს, მიმდინარე პროექტებს შორისაა „პორტლაინი“, „გუმბათი რეზიდენსი“, „ბულვარ ფოინთი“, „მიდთაუნი“ და „მონტემარი“ – გონიო-კვარიათში, რომლებიც უახლოეს მომავალში დასრულებულ სახეს მიიღებს.
თითოეული პროექტი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების პრაქტიკას კიდევ უფრო დახვეწილს ხდის და სტუმართმოყვარეობის სტანდარტს ახლიდან განსაზღვრავს.
„გუმბათი ჯგუფი“ თავისი ღირებულებების ერთგული რჩება - აუდიტორიას ცხოვრების, დასვენებისა და ეკონომიკურად მომგებიან რეგიონში ინვესტირების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
კომპანიის 26 წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ აუდიტორიას ეჭირა, ამიტომ ამ თარიღის აღნიშვნა გეძღვნებათ თქვენ - ვინც გუმბათთან ერთად განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს ქმნით.
იტვირთება ...