არსებობენ კომპანიები, რომელთა სახელიც ყველასთვის ნაცნობია, თუმცა ბევრმა არ იცის რა გზა გამოიარეს მათ; როგორ განვითარდა მათი ისტორია და როგორ მოვიდნენ დღევანდელ დღემდე. გუმბათი სწორედ ასეთი ბრენდია.
შორეულ 1990 წელს შეიქმნა კომპანია „ნობათი“, რომელიც წლების მანძილზე, ფოკუსირდებოდა შენობების რეკონსტრუქციისა და სარემონტო სამუშაოების მიმართულებით. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კომპანია იხვეწებოდა და ვითარდებოდა.
სოლიდური გამოცდილების დაგროვების შემდეგ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სიახლის დრო დადგა და 1998 წელს დაარსდა „გუმბათი“. ახალი კომპანია, ახალი სიცოცხლით ახალ გამოწვევებს- მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას შეეჭიდა.
სახელიდანვე ნათლად ჩანდა, რომ ბრენდი შექმნიდანვე აპირებდა სულ სხვა სიმაღლეების დაპყრობას - გუმბათი, ხომ ნებისმიერი შენობის გვირგვინია.
ასე განვლო კიდევ რამდენიმე წელმა და უკვე ტრადიციულად, გუმბათი კვლავ ახალ ეტაპზე გადავიდა. 2005 წლიდან კომპანია უძრავი ქონების დეველოპმენტში ჩაერთო. თითოეულ პროექტს გუნდი განსაკუთრებული ყურადღებით უდგებოდა. გუმბათი აშენებდა და ქმნიდა ისეთ საცხოვრებელ კორპუსებს, რომლებიც ადამიანებისთვის გარემოსთან იდეალურ სინთეზში მყოფ კომფორტულ, მყუდრო და იდილიურ ადგილად უნდა ქცეულიყო. ასეც ხდებოდა. გარდა უნაკლო საცხოვრებლისა, გუმბათს აუდიტორია უკვე გრძელვადიან პარტნიორადაც მოიაზრებდა, რადგან მისი პროექტები საინვესტიციოდაც მიმზიდველი იყო.
შედეგად, მომდევნო ათი წელი„გუმბათისთვის“ საოცრად შედეგიანი გამოდგა, რასაც დიდი შრომა და გამოცდილების სწორად გამოყენება ედო საფუძვლად.
„გუმბათმა“ ააშენა მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი კომპლექსები; ორიოლიმპიური სტანდარტის მქონე სტადიონი თბილისში; განხორციელა მილიონობით ინვესტიცია და რაც მთავარია, დღეს, „გუმბათში“ 500-ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული.
„გუმბათი“ ყოველთვის თვლიდა, რომ გარდა წარმატებული ბიზნესისა, მას შეეძლო გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილიყო ქალაქისთვის, თუ ქვეყნისთვის. ამიტომ, საცხოვრებელ კომპლექსებთან ერთად, ყოველთვის ცდილობდა განსხვავებული პროექტების შეთავაზებას ადამიანებისთვის.
დღეისათვის, პროცესშია არაერთი გამორჩეული პროექტი, რომლებიც უახლოეს მომავალში დაანონსდება და შემდეგ გაიხსნება კიდეც.
ასეთია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია ბათუმში, რომელიც ქალაქის გულში მდებარეობს და გუმბათის გუნდის ღრმა რწმენით სოციალიზაციის ცენტრი გახდება. მე- 20 საუკუნეში აშენებულ, განსაკუთრებული არქიტექტურის მქონე შენობაში გაიხსნება რესტორანი, რომელიც თანაბრად დაიტევს ისტორიულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობის ცხოვრების სტილს.
იაპონური სუში ბარიც ასევე ისტორიულ შენობაში განთავსდება და ისიც ერთგვარი ატრაქციონი გახდება სტუმრებისთვის. გამორჩეული იქნება ღია ბარი, რომელშიც ადამიანები სუშის მომზადებას ლაივ რეჟიმში დააკვირდებიან. რაც შეეხება ინტერიერს, ეს იქნება ქართული ისტორიისა და იაპონური ტრადიციის საოცარი ჰარმონია.
და ბოლოს გუმბათი ლაუნჯი - აჭარის რეგიონის ინოვაციური პროექტი, რომელიც ასევე ბათუმის ცენტრს დაამშვენებს. თანამედროვე ოფისი; ქოვორქინგ სივრცე, ბარი, ტერასა - ეს ის შესაძლებლობებია, რომელსაც პროექტი საგანმანათლებლო შეხვედრებით დაწყებული, უბრალოდ სასიამოვნო განტვირთვით დამთავრებული ყველაფერში გადათარგმნის.
ასე რომ სამი, გამორჩეული, შთამბეჭდავი პროექტი მალე შეუერთდება ქალაქ ბათუმის სავიზიტო ბარათების სიას. ამაზე კი „გუმბათი“ იზრუნებს.
გარდა ამისა კომპანია აგრძელებს უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობას და სულ მალე ქალაქს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ მომხიბვლელი პროექტებიც შეემატება.
ასეთი ბრენდი „გუმბათი“, რომელსაც 10 მაისს უკვე 27 წელი შეუსრულდა. ის არც ამჯერად წყვეტს განვითარებას და შეიძლება ითქვას, რომ დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქარიც გაუკეთა - ბრენდს უკვე ახალი სლოგანი აქვს, რომელიც თუ ზემოთ მოთხრობილ ამ ბრენდის ისტორიას გადავხედავთ, ნამდვილად იდეალურად გამოხატავს კომპანიის განვლილ, თუ გასავლელ გზას:
ვაშენებთ სახელს - გუმბათი.