სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „გუმბათი“ გთავაზობთ მულტიფუნქციურ, სასტუმროს ტიპის 16 სართულიან კომპლექსს. იგი მდებარეობს გონიოში, ბათუმთან ახლოს. კომპლექსი შედგება სამი ბლოკისაგან A - B და C. კომპლექსში დაგხვდებათ რამდენიმე ტიპის აპარტამენტი. ესენია: სტუდიო, 1-საძინებლიანი, 2-საძინებლიანი და 2-საძინებლიანი აპარტამენტები აუზით აივანზე. A ბლოკი წარმოადგენს სასტუმროს, B ბლოკი - აპარტოტელს, ხოლო C ბლოკი მოიცავს საინვესტიციო აპარტამენტებს, რომლებიც ბარდება სრული რემონტითა და პრემიუმ კარკასის მდგომარეობით. პრემიუმ კარკასი გულისხმობს 70%-ით შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს.
აპარტამენტის მფლობელები ისარგებლებენ გართობისა და რელაქსაციისათვის განკუთვნილი საშუალებებით. მფლობელებისათვის შესაძლებელია სპა-ცენტრით, რესტორნითა და კაფით სარგებლობა შენობიდან გასვლის გარეშე. ღია აუზიდან, რომელიც ბოლო სართულის ტერასაზე მდებარეობს, ულამაზესი ხედები იშლება. „მონტემარში“ განთავსებულია დახურული აუზიც. კომპლექსში გათვალისწინებულია კაზინო, საერთო სამუშაო სივრცე, საკონფერენციო დარბაზები, ლაუნჯი, ბავშვთა და მოზარდთა გასართობი სივრცე
34.2
მ
2სტუდიო
54.3
მ
21 საძინებელი
169.3
მ
22 საძინებელი
აპარტამენტები ბარდება პრემიუმ კარკასის მდგომარეობით და სრული რემონტით. პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული არქიტექტურით. ინოვაციური დიზაინი ახალი სიტყვაა ქართული მშენებლობის სფეროში. აპარტამენტების მფლობელები ისარგებლებენ საკუთარი, კერძო აუზით აივნებზე. პროექტის უნიკალურ დიზაინში უზრუნველყოფილია როგორც კომფორტი, ისე ეკოლოგიურობა და ენერგოეფექტურობა. პროექტში ბუნება და არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. გონიოს მშვიდი გარემო იდეალურია საცხოვრებლად, დასასვენებლად თუ საინვესტიციო შესაძლებლობების გამოსაყენებლად
იტვირთება ...