რას ვხედავთ, როცა ბათუმში ცას ვუყურებთ?
ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ძველი და თანამედროვე არიქტექტურის შერწყმით გვანებივრებს, გვანიშნებს - ცაში ავიხედოთ და დავტკბეთ გუმბათებით - კონსტრუქციული ელემენტებით, რომლებიც, საუკუნეების განმავლობაში, დაგროვილ იდუმალებას ინახავენ და თითქოს, ზემოდან დანახული ქალაქის ამბებს გვიამბობენ. დღევანდელ ბლოგში გვსურს, ის გუმბათები გაგაცნოთ, რომელსაც ბათუმში ვხვდებით.
აუცილებლად უნდა ნახოთ ბათუმის უნიკალური ნეო-გოთური კათედრალი - ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი, გუმბათოვანი ტიპის შენობა-ნაგებობა „სახლი ატლანტებით’’, რომელიც, ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენს.
ამ ჩამონათვალშია - ასტრონომიული საათი, №1 აფთიაქი, ბათუმის „ფოსტა”, „საქართველოს ბანკის“ შენობა, ,,ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის” შენობა, კინოთეატრი „თბილისი“ და ულამაზესი ,,ბულვარის კარიბჭე“- რომელიც „გუმბათი ჯგუფს“ ეკუთვნის.



















