03 აპრილი 2024

გეგმებიდან რეალობამდე: გუმბათი ჯგუფის აპარტამენტები ბათუმში

უკან
გეგმებიდან რეალობამდე: გუმბათი ჯგუფის აპარტამენტები ბათუმში

გუმბათი ჯგუფის აპარტამენტები ბათუმში იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ შენობები. ისინი იდეების სრულყოფას განასახიერებენ.

გასული ათწლეულის მანძილზე ბათუმი საქართველოს ბრილიანტად იქცა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ქალაქის პოპულარობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მომხმარებლების მოთხოვნა და სტანდარტებიც, რასაც ყველამ თავისებურად აუწყო ფეხი. 

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რა გზას გადის “გუმბათი” ბათუმში: გეგმებიდან რეალობამდე და ხარაჩოებიდან კონსტრუქციებამდე.

 

გუმბათი და ბათუმი: განვითარების ისტორია

 

უკვე 25 წელია, გუმბათი ჯგუფისა და ბათუმის ისტორია, შავიზღვისპირეთში, ერთი მელნით იწერება. ჩვენი აპარტამენტები ბათუმში წლიდან-წლამდე განვითარების 25 წლიან პროცესს ქალაქთან ერთად მიჰყვება. 

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად, კომპანია მხოლოდ რეკონსტრუქციული და სარემონტო სამუშაოებით შემოიფარგლებოდა, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების და სასტუმროების აქტიური მშენებლობა კი მოგვიანებით დაიწყო.

ამ პერიოდში, ბათუმი იქცა ქალაქად, რომელმაც თავისი ტრანსფორმაციული ბუნებით ყველა მიიზიდა. ოდესღაც მოსაწყენი, ნაცრისფერი ქუჩები დღეს შენობების ფასადებზე ბათუმის ცას, შავ ზღვასა და კაშკაშა მზეს ირეკლავს. ცენტრალურ უბნებში კი შენარჩუნებულია მე-19 საუკუნის ევროპული არქიტექტურა.

გუმბათის მიზანი ამ გარდაქმნებში ცენტრალური ადგილის დაკავება და საკუთარი ინოვაციური ხედვის რეალობად ქცევა იყო.

 

გუმბათი და ბათუმი: დღეს

 

დღეს გუმბათი ჯგუფის აპარტამენტები ბათუმში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს აერთიანებს. ეს პროცესი მოიცავს კონცეპტუალიზაციას, დაგეგმვას, დიზაინის შექმნას, მშენებლობასა და, საბოლოოდ, მზა კონსტრუქციის დასრულებასა და მიწოდებას.

თითოეული ახალი კომპლექსის ადგილმდებარეობას ეკონომიკური გამოწვევები განსაზღვრავს. კომპანიის მიზანია, დააკმაყოფილოს ბაზრის მზარდი მოთხოვნა კონკრეტულ ლოკაციაზე.

 

 

image

 

 

 

 

გეგმის შედგენა: საძირკვლიდან მყარ კონსტრუქციამდე

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი პროექტი შეესაბამებოდეს გარემოსდაცვით სტანდარტებს და უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისად, ჩვენი თითოეული პროექტის არქიტექტურული ნახაზის მიღმა, ლოჯისტიკური და მარეგულირებელი ჩარჩოს ლაბირინთია. “გუმბათის” აპარტამენტები ბათუმში, საბოლოო სახის მიღებამდე, რამდენიმე ეტაპს გადიან.

  • ეტაპი 1  – მზადდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, რომელშიც ერთვება კონსტრუქტორი და განისაზღვრება შენობის მდგრადობა.
  • ეტაპი 2 – ყოველი ნიმუში და სამშენებლო მასალა წინასწარ მოწმდება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ხარისხის დაცვის მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
  • ეტაპი 3 – პროექტირება და მშენებლობა უსაფრთხოების ყველა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის დაცვით.
  • ეტაპი 4 – გუმბათი ჯგუფის პროფესიონალი დიზაინერების გუნდის მიერ მომხმარებელთა ჩანაფიქრის, მრავალფუნქციურ, კომფორტულ გარემოდ და ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა.
  • ეტაპი 5 – ძირითადი სისტემების მონტაჟი, რაც ექვემდებარება სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას და სრულ კონტროლს.

 

image

 

 

 

 

რეალობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტები

 

განვითარების რთულ გზაზე, გუმბათმა არა ერთი პროექტი უკვე რეალობად აქცია, მათ შორის:

  • „სუბტროპიკ სიტი“. თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ იგი ქვიანი სანაპიროსა და ლურჯი ზღვის განწყობას ატარებს. კომპლექსი 70%-ით მონოლითურია, ფასადის უმეტესი ნაწილი შუშისაა.
  • „ბულვარის კარიბჭე“ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ქუჩის ესთეტიკას. 7 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, გოთიკური სტილის არქიტექტურით გამოირჩევა.
  • „გუმბათი ხეივანში“ სრულიად ახალი სტანდარტია გმირთა ხეივანში მდებარე კომპლექსი  რომელსაც ენერგოეფექტური და კლიმატზე ადაპტირებული ფასადი გააჩნია.
  • „გუმბათი გორგილაძეზე“ კლიმატურ პირობებთან იდეალურად ადაპტირებული კომპლექსი, ბუნებრივი ქვით, მაღალი ხარისხის კერამიკით, აგურისა და ხის ფაქტურით  მოპირკეთებული ფასადით.

გუმბათი ჯგუფის მიმდინარე პროექტებს შორის არის პორტლაინი, მონტემარ”,  გუმბათი რეზიდენსი” „ბულვარ ფოინთი და მიდთაუნი, რომლებიც სულ მალე მოგჭრით თვალს თავისი დახვეწილობითა და ინოვაციურობით. ასე, რომ თუ ბათუმში აპარტამენტის ყიდვას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაათვალიერეთ ჩვენი გალერია.

 

 

image

სხვა

იტვირთება ...