უძრავი ქონება უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომელიც საცხოვრებელი, კომერციული თუ საინვესტიციო მიზნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ პროცესში დეველოპერული კომპანიის ვალდებულებაა, მოგაწოდოთ აპარტოტელების სერვისი, რომელიც დააკმაყოფილებს მაცხოვრებლების კომფორტს და ასევე, მათ ქონების ღირებულების ზრდის პოტენციალს მისცემს.
ამ სტატიაში მოგიყვებით გუმბათი ჯგუფის 5 გამორჩეულ სერვისზე, რომელმაც უძრავი ქონების ინდუსტრიაში ახალი სტანდარტი შექმნა.
მრავალფუნქციური გარემო
მრავალფუნქციური გარემოს მოწყობა არის გუმბათი ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება და აპარტოტელების სერვისი, რაც მომხმარებლების საინვესტიციო პოტენციალის გაზრდას ემსახურება. მრავალმხრივი კვლევისა და ანალიზის შედეგად, გუმბათი ჯგუფის პროექტები შენდება ისეთ ლოკაციებზე, რომლებიც საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველი, ფუნქციურად კი – მრავალფეროვანია.
ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია „ბულვარ ფოინთი“, 15 სართულიანი ბიზნეს აპარტოტელი, რომელიც ახალ ბულვარში მდებარეობს. “ბულვარ ფოინთში” დაგხვდებათ ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო სივრცე, რეკრეაციული და სხვა ტიპის ზონები სოციალიზაციისა თუ განტვირთვისთვის.