16 აპრილი 2024

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და მათი უპირატესობები, საცხოვრებელ სახლთან შედარებით

უკან
სასტუმროს ტიპის აპარტამენტები და მათი უპირატესობები, საცხოვრებელ სახლთან შედარებით

სასტუმრო ოთახებისა და საცხოვრებელი სახლების ალტერნატივას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეძებს. შესაბამისად, დღეს მეტად პოპულარული ხდება სასტუმროს ტიპის აპარტამენტები საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მსგავსი სისტემა ფართო აუდიტორიის მრავალფეროვან მოთხოვნებს იდეალურად პასუხობს.

გუმბათი ჯგუფი ერთ-ერთი მოწინავე დეველოპერია, რომელიც აპარტოტელების მომსახურებას წარმატებით ნერგავს თავის პროექტებში. ამის საუკეთესო მაგალითია პროექტი „მონტემარი“, რომელიც გონიოში შენდება. 

პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მფლობელებს საშუალება ექნებათ, აპარტოტელების ყველა უპირატესობითა და მრავალფეროვანი სერვისით ისარგებლონ.

და მაინც, რატომ იზრდება მოთხოვნა სასტუმროს ტიპის აპარტამენტებზე დამსვენებლებს, მაცხოვრებლებს, ინვესტორებს, თუ ბიზნეს მოგზაურებს შორის? რა ფაქტორები მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე? როგორ ქმნის სასტუმროს ტიპის აპარტამენტები კომფორტის, კეთილმოწყობისა და ფინანსური სარგებლიანობის უნიკალურ ერთიანობას და რა უპირატესობები გააჩნია მას?
 

 


აპარტოტელის საკუთრებაში ფლობის უპირატესობა

 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები მრავალ ფუნქციას ითავსებს მათი მფლობელებისთვის:

  • ეს არის სახლი, სადაც ზოგჯერ საკუთარი თავის სტუმარიც ხართ: აპარტოტელების მფლობელებს შეუძლიათ ისეთი მომსახურებით ისარგებლონ, როგორიცაა სახლის მოვლა, ოთახის მომსახურება და კონსიერჟის დახმარება.
  • შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, როცა შინ არ ხართ: აპარტოტელების მფლობელებს მუდმივი დაცვა ემსახურებათ. აპარტოტელის მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ქონება სუფთა და მოვლილი იყოს მაშინაც, როცა დიდი ხნით მიდიხართ სახლიდან. 
  • სახლი მუდმივი ინვესტირების შესაძლებლობაა: აპარტოტელების მფლობელებს შეუძლიათ საცხოვრებელი შემოსავლის წყაროდ აქციონ. გარკვეული ვადით გააქირაონ იგი და ნებისმიერი ტექნიკური პრობლემა თავიდან აირიდონ. ამ მხრივ, გუმბათი ჯგუფი თავის აუდიტორიას სთავაზობს გაქირავების სისტემაში ჩართვას და აპარტოტელის ელექტრონულ რეჟიმში მართვას.

 

image

 

 

 

 

აპარტოტელში დარჩენის უპირატესობა

 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები ხშირად გამოიყენება დასვენების მიზნით ან საქმიანი მოგზაურობისთვის. უპირველესი ფაქტორი, რის გამოც არჩევანს სწორედ აპარტოტელებზე აკეთებენ, მოქნილი სისტემაა.

აპარტოტელის რამდენიმე თვით ქირაობა გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმროს ნომრის. ხოლო ერთი ან ორი თვით კერძო საცხოვრებელი სახლის ქირაობა თითქმის შეუძლებელია, რადგან კერძო გამქირავებლები, როგორც წესი, ერთ ან ორ წლიან ხელშეკრულებას აფორმებენ ქირის მსურველებთან.

ბონუსად, მსგასი ტიპის აპარტამენტებში ყველა სერვისი გხვდებათ, რაც სასტუმროს ნომრებს აქვთ, თავს კი ისე გრძნობთ, როგორც სახლში. შეგიძლიათ კეთილმოწყობილი სამზარეულოთი ან იზოლირებული ოთახებით ისარგებლოთ და საკუთარი სახლის მყუდროება შეიქმნათ.

 

image

 

 

 

დამატებითი სერვისებით სარგებლობის უპირატესობა

 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები არა მარტო პერსონალიზებულ, არამედ საერთო სივრცის მულტიფუნქციურად ათვისების იდეასაც ეფუძნება. მაგალითად, „მონტემარში“ შენობიდან გასვლის გარეშე შეგეძლებათ ისარგებლოთ გასართობი თუ სამუშაო სივრცეებით, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მაცხოვრებელია გათვალისწინებული. ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, ბავშვთა გასართობი სივრცე შენდება, ხოლო ზრდასრულებს ნებისმიერი ტიპის სერვისი დახვდებათ, რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სპა და ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, კაფე და სხვა.

 

 

image

 

 

 

 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტები – ურბანული ცხოვრების მომავალი

 

სასტუმროს ტიპის აპარტამენტებში თანამედროვე დიზაინი, უნიკალურ სტუმართმოყვარეობასთან ერთიანდება, ეს კი ცხოვრების ახალ სტანდარტს ქმნის და ახლიდან განსაზღვრავს სახლის ცნებას. მომავლის ხედვას გუმბათი ჯგუფი „მონტემარის“ სახით აშენებს და მისი მთავარი შტრიხებიც შენობის გეგმასთან ერთად აქვს მოხაზული.

 

სხვა

იტვირთება ...