ბათუმში აპარტამენტების შეძენა ნიშნავს კულტურულად მდიდარ და ეკონომიკურად მზარდ რეგიონში ინვესტირებას. სანაპიროს გასწვრივ გაშენებული ქალაქი თანამედროვე არქიტექტურისა და ისტორიული ხიბლის ერთიანობით, მიმზიდველი ადგილი გახდა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.
განვითარებული დეველოპერული ბაზარი მყიდველებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. თუმცა, აპარტამენტების შეძენისას აუცილებელია, რომ პრიორიტეტები განსაზღვროთ და მნიშვნელოვანი ფაქტორები გაითვალისწინოთ. ეს სტატია კი ამ პროცესში მცირე გზამკვლევი გახდება თქვენთვის.
ადგილმდებარეობა
თუ ბათუმში აპარტამენტების შეძენა გადაწყვიტეთ, პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ არის: როგორი იქნება ქალაქი თქვენი ფანჯრებიდან?
პასუხი კი დამოკიდებულია თქვენსავე პრეფერენციებზე, ან უბრალოდ ხასიათის შტრიხებზე.
მათთვის, ვინც სიმშვიდეს, მყუდროებას, ზღვისა და ბუნების ხედებით ტკბობას ეძებს, საინტერესო იქნება გუმბათი ჯგუფის პროექტი „მონტემარი“, რომელიც ბათუმის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, გონიოში შენდება.
ქალაქის გულში მღელვარე ცხოვრებას კი პროექტ „მიდთაუნის“, „ბულვარ ფოინთისა“ და „პორტლაინის“ აპარტამენტებიდან შეიგრძნობთ. ზღვიდან რამდენიმე მეტრში გაშენებული ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ახლოსაა სხვადასხვა დაწესებულებებთან და ქალაქში გადაადგილებისთვისაც მოსახერხებელ ლოკაციაზე მდებარეობს.