15 მაისი 2024

„გუმბათი ჯგუფი“: დეველოპერული კომპანია ბათუმში და მისი როლი ურბანულ განვითარებაში

უკან
„გუმბათი ჯგუფი“: დეველოპერული კომპანია ბათუმში და მისი როლი ურბანულ განვითარებაში

ურბანული განვითარება ინიციატივების ფართო სპექტრს მოიცავს, ქალაქის გარემოს ფიზიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გარდაქმნას.

„გუმბათი ჯგუფი“ არის დეველოპერული კომპანია ბათუმში, რომლის სტრატეგიულმა ხედვამ და პროგრესისადმი ერთგულებამ, ქალაქის განვითარების ტრაქტორია შეცვალა.

ამ სტატიაში ბათუმის ურბანული გარდაქმნების მთავარ მახასიათებლებს და აღნიშნულში „გუმბათი ჯგუფის“ როლს განვიხილავთ.

 

არქიტექტურული განვითარება

 

„გუმბათი ჯგუფის“ თავდაპირველი საქმიანობა რეკონსტრუქციულ და სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა. დღესდღეობით, დეველოპერული კომპანია ბათუმში არქიტექტურულად ინოვაციურ საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებს.

  • გეომეტრიულად ასიმეტრიული კომპოზიციები “გუმბათის” არქიტექტურის სახასიათო ნიშაა და ბათუმს გამორჩეულად ელეგანტურს ხდის. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „გუმბათი რეზიდენსი“, რომლის ასიმეტრიული ხაზები ზღვის ჰორიზონტში იჭრება. 
  • დიდი ფანჯრები, შუშის აივნები და ფოლადის ჩარჩოები საცხოვრებელში ბუნებრივი განათების, ქალაქის, ან ზღვის პანორამული ხედების ინტეგრირების საშუალებას გვაძლევს.
  • კულტურის შთაგონებით შექმნილი დეტალები: გუმბათის არქიტექტორები თანამედროვე კომპლექსებში ისეთ ტრადიციულ მოტივებს აერთიანებენ, როგორებიცაა თაღები, სვეტები და აივნები.
  • მულტიფუნქციური გარემო და „სინქრონული ოსტატობა“: “გუმბათი ჯგუფის” შენობის თითოეულ სტრუქტურას ფუნქციური დანიშნულება აქვს. „სინქრონული ოსტატობა“ კი შიდა და გარე ელემენტების, ექსტერიერისა და ინტერიერის სინქრონულ განვითარებასა და მიმზიდველობას გულისხმობს.

 

 

საინვესტიციო გარემოს განვითარება

 

ურბანული ზონები ეკონომიკური ცენტრებია. სწორედ ამიტომ, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დეველოპერული კომპანია ბათუმში უნდა აანალიზებდეს ქალაქის ტურისტულ პოტენციალს.

ამ მხრივ, „გუმბათი ჯგუფი თავის“ აუდიტორიას ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ პროექტებს სთავაზობს.

ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია „მონტემარი“, რომელიც კომფორტული ცხოვრებისა და ზღვისპირა რეგიონში დასვენების  უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. სასტუმროს ტიპის აპარტამენტები გრძელვადიანი განვითარებისა და შემოსავლების წყარო ხდება მომხმარებლებისთვის. ამ პროცესში კომპანია მუდმივ ასისტენტობას უწევს უძრავი ქონების მფლობელებს.

 

image

 

 

 

 

სოციალური განვითარება

 

„გუმბათი ჯგუფის“ თითოეული პროექტი ასახავს კომპანიის ხედვას ურბანიზაციის შესახებ. ბათუმის ფიზიკური ლანდშაფტის გარდაქმნის გარდა, გუმბათი მის სოციალურ ქსოვილსაც ავითარებს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იცხოვრონ, იმუშაონ და დაისვენონ.

გუმბათის საცხოვრებელ კომპლექსებში გაერთიანებულია მრავალფეროვან საჭიროებებზე მორგებული საერთო სივრცეები:  საზოგადოებრივი, სამუშაო, გასართობი, რესტორანი და კაფე, პარკები და სხვა. 

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც კულტურის გაცვლის შესაძლებლობას იძლევა, ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის წყაროა.

image

 

 

 

 

გარემოს მდგრადობა

 

ბათუმი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. ქალაქის ტერიტორიაზე არაერთი საკურორტო ადგილი გვხვდება, მათ შორის: მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი. 

დეველოპერული კომპანია ბათუმში მიზნად უნდა ისახავდეს გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანას და რესურსების ეფექტური გამოყენების ხელშეწყობას.

გუმბათი ჯგუფის მიზანია შენობასა და ბუნებას შორის ჰარმონიულ ურთიერთობა დაამყაროს. ეს პრაქტიკა სხვადასხვა სტრატეგიას მოიცავს, მათ შორის,  მწვანე სივრცეებისა და ბიომრავალფეროვნების შექმნას, ხოლო მშენებლობისას ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას.

ბათუმის ურბანული განვითარება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საზოგადოების ეკონომიკური გაძლიერება, კომპანიის ძირითადი ღირებულებებია. ამ მიზნების ერთგულებით, “გუმბათი ჯგუფი” ქალაქის მომავლის ძირითად მონახაზებს ქმნის. 

image

სხვა

იტვირთება ...